ცოტა ხნის წინ ბრიტანელი გალერისტის აიდან მილერის ინიციატივით შეიქმნა ჰუმანოიდი რობოტი, სახელად აი-და. სახელწოდება მას ბრიტანელი მათემატიკოსისა და კომპიუტერული მეცნიერებების პიონერის, ადა ლავლეისის პატივსაცემად დაერქვა. რაც შეეხება აი-დას გამორჩეულ თვისებებს, ის პირველი რობოტი მხატვარია, რომელსაც ადამიანების დანახვა, სივრცის აღქმნა, გრძნობების გამოხატვა და რეაგირება შეუძლია, შემდეგ კი ეს ყველაფერი მას ფურცელზე გადმოაქვს. რობოტში არის ჩამონტაჟებული კამერა, მექანიკური ხელი და ალგორითმი, რომელიც მისთვის ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს.
აი-დას შეუძლია ხატვა, როგორც ფანქრით ასევე საღებავებით. ფერწერული ტილოს შექმნის დროს ის თავდაპირველად თავისი ნახატის აბსტრაქტულ ვერსიას ქმნის. თუმცა ეს ყველაფერი არაა. მხატვართან ერთად აი და მოქანდაკეცაა. ცნობილია მისი შექმნილი ფუტკკრის ფიგურა, რომლისთვისაც მან გამოიყენა ნამდვილი ფუტკრის დასკანერებული ფიგურის ნახაზები, შემდეგ კი ის 3D პრინტერის მეშვეობით გამოიძერწა.