პოლიტიკოსები სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის მოქალაქეების ყველაზე ადექვატური შეფასება იმ რეალობაზე, რომელშიც უწევთ მათ ცხოვრება.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ეს არის ძალიან სახიფათო მომენტი, თუმცა ამავე დროს, ამ ხელისუფლების ბოლო ჟამის მაჩვენებელი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადაიჭრას.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება.