კურსის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ხელისუფლებაში აცხადებენ რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და ლარი მალე დასტაბილურდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოსახლეობას მიმართავენ აჟიოტაჟს არ აყვნენ. ოპოზიცია კი შექმნილ სიტუაციაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს და აკრიტიკებს.