ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები არჩევნების დასრულებას და ეგზიტპოლების გამოცხადებას ავტოკოლონების ხმოვანი სიგნალებით, ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო კოლონებით ხმოვანი სიგნალებითა და პარტიული დროშებით ჩაიარეს,
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, „იფსოსის“ ეგზიტპოლის შედეგებს ფოიერვერკითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ამ ფორმით პოლიტიკურმა ოპონენტებმა გამარჯვება სათითაოდ აღნიშნეს.