ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნების აფასებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, "ქართული ოცნება" დასრულებულია და გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა. მათი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცესს.
სრულიად საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერებიც თავის მხრივ დარწმუნებული არიან გამარჯვებაში და თვლიან, რომ ქვეყანას ასცდა დიდი უბედურება, ვინაიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპირატესობა ვერ მოიპოვა.