ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შეთანხმდებიან, არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება. მისი თქმით ბურთი ჯერჯერობით კვლავ ოპოზიციის მოედანზეა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ამ განცხადებას ოპოციზიის წევრები გამოეხმაურენ, მათი თქმით იმისთვის, რომ ქვეყანამ მშვიდად განვითარება განაგრძოს და მშვიდად ჩტარდეს შემდეგი არჩევნები, ხელისუფლებას ერთადერთი გზა რჩება, საკონსტიტუციო ცვლილების დაბრუნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს დაპირდა.