გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელებში მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული.