საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით გარეჯში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები შეაფასეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრა დავიტ ზალკალიანმა განაცხადა მოლაპარაკებების შედეგად გზის გაყვანის სამუშაოები შეჩერებულია, მისივე თქმით ადგილზე ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას და მოლაპარაკებების რეჟიმი გრძელდება. ასევე კომნტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი განცხადებით დავით გარეჯში მომლოცველებს არანაირი დაბრკოლება არ ექმნებათ რომ მონასტერი მოინახულნ. იგი ასევე იმედოვნებს რომ შექმნილი კომისიის მიერ საბოლოოდ მიიღება ის გადაწყვეტილება რაც იქნება ქვეყნის ინტერესების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრი კი იმედს გამოთქვამს რომ აღნიშნული ვითარება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყდება.