პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციას როგორიც არის ენდიაი, საქმიანობას აუკრძალავდნენ. ვოლსკის თქმით ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ პარლამენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას. მისი თქმით, საზოგადოებას პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შესახებ მინიმალური ინფორმაცია აქვს და NDI თავის გამოკითხვებში ამაზე კითხვას ხალხს განზრახ არ უსვამს.ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაზე კი მიიჩნევს რომ არ შეიძლება სერიოზული კომენტარების გაკეთება კვლევებზე, რომელიც 30%ით სცდება რეალობას.