ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები, ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე დესტრუქციული მუხტი და არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ეს ის სამი პრობლემაა, რისი მიზეზითაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ქართული ოცნების დამფუძნებელი აცხადებს რომ იმ თანამიმდევრობის დარღვევა მოუწია, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განაცხადა, თუმცა მიაჩნია, რომ როდესაც ხალხზე და ქვეყანაზეა საუბარი, ვითარება კი გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორია. ივანიშვილი განმარტავს, რომ თავისი მისია მან 2012 წელს შეასრულა და ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.