ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ახალი შეთავაზება ოპოზიციისთვის კვლავ მიუღებელია. მისივე განმარტებით, მთავარი გზავნილი დიპლომატებისგან გახლდათ ის, რომ "ქართული ოცნების" ქმედებების გამო, საქართველო საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას.