გამოვრიცხავ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული დათმოს ხელისუფლებამ, ფორმულა ძალიან მარტივია - თუ ოპოზიცია გაუძლებს რამდენიმე თვე, ქვეყანაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციონერებს ამქვეყნიერ სამოთხეს პირდება, ოღონდ პირობა არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განადგურდეს.