ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართოს . ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 25 ნოემბერს, პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განმარტა, თუ რატომ ესწრება მმართველი გუნდის მხრიდან მოლაპარაკებებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი და მიზეზად კორონავირუსი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკებები ფასილიტატორების ჩართულობით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას აყენებს და ამ მოთხოვნაზე „ქართული ოცნების“ პასუხს ელოდება.