ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ამიტომ, ყველაფერს აკეთებს საკუთარ სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა არ მიაღებინოს ადამიანს, რაც წარმოუდგენელია,- ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატი პენიტენციური სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უწყება განმარტავს, თუ რატომ ვერ ესწრება დღევანდელ პროცესსაც მესამე პრეზიდენტი.