„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წარდგენას გამოემხაურა. მისი თქმით, კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება და პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას.