ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში 360 გრადუსში ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერება შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაჭერით ხელისუფლებას უნდა, როგორმე დააბრუნონ ეს ორპილუსიანი ნარატივი.ექსპერტის შეფასებით, მთავრობას უნდა, რომ როგორმე მიტინგს დაარქვას ნაციონალური მოძრაობის სახელი, მან ასევე, ხელისუფლების ქმედება ცნობილ 7ნოემბრის მოვლენებს შეადარა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ხალხის თვალში ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული.