საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს. "მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას, ამომრჩევლებს რამდენიმე დღეში გავაცნობ - რა გადავწყვიტე, როგორ გადავწყვიტე, რას ვაპირებ”, - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლებელია მერად კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ამ კვირაში გააკეთოს.