იყო თუ არა პუტინის მხრიდან ვითომ კეთილი ნება, სანქციების არდაწესება და შემდეგ საქართველოსთან მიმართებით სიტყვა გენოციდის გამოყენება შემთხვევითობა? - ამ კითხვას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უპასუხა. მისი თქმით, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის და ამ მიმართულებით ხელისუფლება იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან და თანამეგობრობასთან ერთად, რადგან საერთაშორისო ტრიბუნას. ამასთან, რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ოხანაშვილი ოპონენტებსაც აპროტესტებს. მისი თქმით, ხელისუფლებას ე.წ. ფსევდოპატრიოტი პოლიტიკოსები ადანაშაულებენ, თითქოს ოკუპაციის მიმართ ქმედითი არ არის.