ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა ბინძური წინასაარჩევნო კამპანია. მისივე თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ ერიდება მოწინაამღდეგის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს. ნინო გოგუაძე კი დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის მოსახლეობა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს დაუჭერს. 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე მიიღებენ მონაწილეობას.