ხელისუფლებამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა, არადა კონსორციუმს დაფინანსების მოსაზიდად განსაზღვრული ვადა 15 ივნისს ეწურებოდა. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს უკვე რიგით მე-6 გადავადებაა. როგორც მინისტრი აცხადებს, ფინანსური დახურვის გადავადება პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე აისახება და იმედოვნებს, რომ გადავადება საჭირო აღარ გახდება. მისივე თქმით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მთავრობა არ დააზღვევს კომერციულ რისკებს და ამ მიმართულებით ალტერნატიული ინსტრუმენტები განიხილება, რაზეც ინვესტორი ბანკები და კონსორციუმი მუშაობენ, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე. ამასთან, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კვლავ აქვს მოსაძიებელი 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალი.