ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით პირადად მისთვის მისასალმებელი იქნებოდა ტურიზმის მიმართულების ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაიზარდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეკონომიკის სამინისტროდან გამოყოფისა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შესახებ ინციიატივები საზოგადოების სხვადასხვა ფენებიდან პერმანენტულად ჩნდება.