„იცოდეთ, რომ ამ ბრძოლის შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას. ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი, იმიტომ, რომ რამდენჯერ ჩვენზე მეტი ტანკი და „ბეტეერიც“ არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება არის საერთაშორისო თაღლითი. მისივე განცხადებით, ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას.