"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული როდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.
ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ოპოზიციას ხელისუფლება. პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, ეს იქნება დამატებითი არგუმენტი ხელისუფლებისთვის რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არ მოდის.