ამ თვეების განმავლობაში ხელისუფლება ამბობდა, კონგრესს ნუ უსმენთ იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წაიკითხეთო. ვინაიდან ხელისუფლება არ მოეშვა ამ გზავნილზე საუბარს, ახლა ისიც დაწერს დარღვევებთან დაკავშირებითაც, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განცხადა.
მისივე თქმით, საზეიმოდ საქმე ჯერ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აქვს.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოს ჩვენ ვაძლევთ დიდ თანხსას და ახლა უნდა დავინტერესდეთ სწორად იხარჯება თუ არა ეს ფული, აშშ-ის გადამხედელების ფული.