კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიების გარემოში გავრცელების მექანიზმი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივ საპირფაროებში დამონტაჟებული ხელის საშრობი ბაქტერიების გამავრცელებელია. ჩატარდა ექსპერიმენტიც: საკვები ნიადაგიანი პეტრის ფინჯანები სამ კატეგორიად დაანაწილეს. ზოგიერთი მათგანი მოათავსეს ჰაერზე, ნაწილი ხელების საშრობის ქვეშ, დანარჩენი კი ჰაერის სუსტი ნაკადის მქონე ვენტილატორის ქვეშ.აღმოჩნდა, რომ ბაქტერიები აქტიურად ამოითესა სწორედ საშრობის ქვეშ არსებულ გარემოში. პეტრის ამ ფინჯანში მეცნიერებმა ბაქტერიების 18-დან 60-მდე კოლონია აღმოაჩინეს, ვენტილატორის ქვეშ 5-დან 12-მდე.ჰაერზე საშუალოდ ერთზე ნაკლები კოლონია წარმოიქმნა. აღებულ ნიმუშებში ნახეს Bacillus subtilis სპორები. ეს მიკროორგანიზმი ნიადაგში გვხვდება და ადამიანისთვის საშიში არ არის. თუმცა, ეს ერთადერთი ბაქტერია არაა, რომელიც შეიძლება საშრობის ჰაერით გავრცელდეს.