13:20
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ხელის მტევანი ორჯერ იზრდება, იბერება მუცელი, დიდდება სახე, ტუჩები, ენა, ხახა... - ვერაგი პათოლოგიის, მემკვიდრული შეშუპების გამომწვევი მექანიზმი გაიშიფრა
06-02-2019

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება შედარებით იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში დაავადებაა. ამ დაავადების დროს პაციენტებს პერიოდულად უვითარდებათ შეშუპება, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. შეშუპების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ფიზიკურმა გადაღლამ, სტრესმა, ინფექციამ, ჰორმონულმა ფაქტორებმა და გარკვეული პრეპარატების მიღებამ.

შედეგად ადამიანს ხელის მტევანი ორჯერ ეზრდება მოცულობაში, ებერება მუცელი, უდიდდება სახე, ტუჩები, ენა, ხახა. მეცნიერებმა გაარკვიეს, რა არის ამ ვერაგი პათოლოგიის ძირითადი მექანიზმი. როგორც აღმოჩნდა, პათოლოგიის მიზეზი ღვიძლის მიერ გამომუშავებული ცილა "C1-ინჰიბიტორის" დეფიციტია. შედეგად სისხლძარღვები სითხის გატარებას იწყებენ. მემკვიდრულ საფუძველს რაც შეეხება, მთავარი მიზეზი გენეტიკური მუტაციაა, რომელიც შვილს ერთ-ერთი მშობლისგან გადაეცემა. საბოლოო ჯამში დომინანტური ნეგატიური ვარიანტი SERPING1-გენისა უარყოფით გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პაციენტებს მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპებით,აუცილებლად ესაჭიროებათ გენური თერაპია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები