2020 წელს თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91 ათას ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, აპრილთან შედარებით, ეს რიცხვი 11 ათას 700 ადამიანით არის გაზრდილი. კვლევის თანახმად, შედარებით მკვეთრი შემცირებებია HORECA და ვაჭრობის სექტორებში.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი ნორმალიზაცია შეიმჩნევა, რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს. სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია, ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა, საზღვრების გახსნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინები 2020 წლისთვის რამდენადმე გაუარესებულია.