11:24
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ხელფასის გადაცილების შემთხვევაში ანაზღაურების 1%-იანი დანამატი - რა ინიციატივას განიხილავს პარლამენტი
30-07-2021

ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დამსაქმებელმა პირს ანაზღაურების 1% დანამატის სახით უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ შრომით ხელშეკრულებაში გაწერილი იყოს ხელფასის გაცემის დღე, ხოლო ხელფასის გადაცილების შემთხვევაში დანამატი განისაზღვროს ანაზღაურების 1%-ით, ნაცვლად დღეს არსებული - 0.07%-სა.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

AutoPlay
აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად 15 მლნ აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
როგორ აპირებს მთავრობა ექსპორტის ზრდასა და იმპორტის ჩანაცვლებას
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ბიზნესს, რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს - BAG ინდექსი
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს
24-09-2021
ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის სტარტაპების პარტნიორი გახდა
24-09-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები