"ხელები შორს ჩვენი შვილების სახლებიდან", "არა დემონტაჟს", "ბათუმის მერიამ აიღოს პასუხისმგებლობა", - ამ ლოზუნგებით კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართეს.
მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, თამარის დასახლებაში მშენებარე კორპუსის დემონტაჟი მოახდინოს. სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები დემონტაჟის შეჩერებას ითხოვენ.