მორიგი დაპირისპირება ტაივანის პარლამენტში. ხელჩართული ჩხუბი, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებს შორის, კვლავ ბიუჯეტის განხილვის თემას მოჰყვა. ანალოგიური შემთხვევა, 14 ივლისსაც მოხდა, კანონმდებლების ნაწილი პრეზიდენტის იმ ინციატივაზე გაღიზიანდა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ეხება.