თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ედებათ მკვლელობაში. როგორც თურქული მედია იუწყება, ერთი ქართველი დაკავებულია, ხოლო მეორე კი ძებნაშია გამოცხადებული.გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, საუბარია ძმებ გ. და გ. წ-ებზე. ძმები თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.თურქული მედიის ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. წამების შედეგად ორჰან ჩელიქი გარდაიცვალა. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც ქართველების მხრიდან ასევე გახდა წამებისა და ძალადობის ობიექტი.