აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ სტატია სათაურით - „ხეებისადმი გამოხატული სიყვარული თუ ძალის დემონსტრაცია? ოლიგარქის უცნაური პარკი: მილიარდერი ექსპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი კრიტიკოსების თქმით, იგი მაინც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს“ დაიბეჭდა.
2020 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის პარკი საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. იგი მთავრობაში ოფიციალურ როლს არ ასრულებს, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, 65 წლის ბიძინა ივანიშვილს კულისებიდან ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს.
„მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია და, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილია“, - ამბობს მისი ყოფილი მოკავშირე გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის თებერვალში გადადგა და განაცხადა, რომ მილიარდერის მხრიდან კონტროლი უკვე სულის მოთქმის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა - წერია სტატიაში.