იმერეთის რესგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს. გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებს ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდათ. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.