რძის პროდუქტების, მათ შორის ყველის ეტიკეტირება აგრარულ ბაზრებში ისევ არ ხდება. რეგლამენტის თანახმად, სარეალიზაციო დახლზე წარმოდგენილ პროდუქციას თან უნდა ახლდეს ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მიკვლევადობა შესაძლებელი იყოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აგრო-სასურსათო სექტორის განვითარებისთვის სწორი სტანდარტების დანერგვა და აღსრულება მნიშვნელოვანიააგრარულ ბაზრებში დასაქმებულები რეგულაციების შემოღებას ნაადრევ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დამატებითი ხარჯის გაწევა დახლზე განთავსებული პროდუქციის ფასს გაზრდის. სავალდებულო ეტიკეტირების განხორციელება წარმოუდგენლად მიაჩნია ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორს.