მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები დანარჩენებზე ნაწილდება. ახალი ნეირონები წარმოიქმნება ტვინის ორ უბანზე, საიდანაც ნეირონები ტვინის სხვა უბნებში მიგრირებენ.თუმცა, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, ხანდაზმულ ადამიანებში ტვინის ნერვული უჯრედები, ისევე სწრაფად აღდგება, როგორც ახალგაზრდებში. ხოლო მეხსიერების ცენტრის მოცულობა ყველა ადამიანს დაახლოებით ერთნაირი აქვს, ასაკის მიუხედავად. მეცნიერების აზრით, ნერვული უჯრედები მთელი ცხოვრების განმავლობაში განაგრძობენ განახლებას.