წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძე თქმით მას გიორგი გახარიამ მისწერა ინგლისში ექსპერტიზა ჩატარდა.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით წერილზე აღმოჩენილი ათეულობით თითის ანაბეჭდი. მისივე თქმით იგი ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს, თუმცა მანამდე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა აღნიშნული შედეგები არასამტავრობოებსა და ჟურნალისტებს გააცნეს.
როგორც ზვიად კორძაძე განმარტავს ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, ამიტომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა ვისი ანაბეჭდებია წერილზე.
რაც შეეხება შუამავალს, რომელმაც ხაზარაძს თქმით მას გიორგი გახარიას წერილი გადასცა, ამ პირის დასახელების პრეროგატივა ადვოკატის განცხადებით მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს აქვს.