საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ განცხადებულ ინიციატივას "ჩრდილოვანი კაბინეტის" შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში ეხმაურებიან. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, თუ "ლელოს" პრეზენტაციით ვიმსჯელებთ,"ეს არის ბიბლიურ-ლირიული-კომიკური პრეზენტაცია". მისივე შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ პროგრამაზე მეტი უნდა ილაპარაკოს, ასევე პროკურატურის კითხვებს გასცეს პასუხები "17 მილიონი დოლარის აორთქლებაზე". პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კონცენტრირებულია თავის კაბინეტზე, რომელსაც არ აქვს ჩრდილი. შეგახსენებთ, რომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“.