"ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევა ქვეყანაში ბიზნესის განწყობას გააუარესებს" - ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. გიგლა მიქაუტაძის თქმით, "თიბისი ბანკის" გარშემო სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, არც ადგილობრივი ბიზნესმენი და მითუმეტეს, უცხოელი, ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას არ მოისურვებს. ეს კი საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და საქართველოს საერთშორისო იმიჯს შელახავს.