დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინირებული პირები, ამცრელ უბნებზე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. თავად ზახაშვილიც დღეს სინოფარმის ვაქცინიც აიცრა.
შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა - „სინოფარმი“, რომლის მწარმოებელია ჩინეთი.
COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა „სინოფარმი“ აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.