შეთანხმების გარეშე, რეალობა არის ის, რომ ნიკა მელიას ვერ ვათავისუფლებდით. ახლა თავდასხმა ვინმეზე, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არის არასწორი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებისგან,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ გირაი იყო შეთავაზებული იმ მიზნით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მყისიერი გათავისუფლება მომხდარიყო და მას, რაც შეიძლება სწრაფად მოეწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტზე. თუმცა, სამნიძის თქმით, ეს თავად მელიას გადასაწყვეტია და თუ ის გირაოზე უარს აცხადებს, გათავისუფლდება ამნისტიის კანონით, რომელის ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს.