ახალი რეგულაციების გამოყენება, რომელიც ევა გოცირიძის მიერ არის ინიცირებული, შეგიძლიათ ჩემით დაიწყოთ და ჩემზე გამოიყენოთ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მას შემდეგ, რაც გოგორიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სამარცხვინო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არაფრის მაქნისი და უნიათო უწოდა.ხათუნა გოგორიშვილმა სასამართლო ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ბევრი ისაუბროს ხელისუფლებამ სასამართლოს რეფორმირების ტალღებზე, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 5 წელი არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის 5 წელი.