„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნოს. შესაბამისი ვარაუდი გოგორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გამოთქვა.