"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველზე საუბნო კომისიის წევრების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ხათუნა გოგორიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" გამარჯვების დაბალი შანსი აქვს, შესაბამისად, სასურველი შედეგის დაფიქსირებას მმართველი პარტია დაშინებით და მოსყიდვით შეეცდება. მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ 41 შემოხაზონ, აიძულებენ, კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოვიდნენ და დაარწმუნონ მმართველი პარტიის წარმომადგენლები რომ ხმა ქართულ ოცნებას მისცეს