ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი - Palitra News

ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი

2019-05-07 14:59:05+04:00

"შეწყალების კომისიის შემადგენლობა და კრიტერიუმები ცოტა ხანში გახდება ცნობილი", - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მოისწრაფიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეწყალების კომისია არ არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტი მაინც ახორციელებს შეწყალების აქტს. შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილმა დააყენა ინიციატივა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს.