00:23
22 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით პოლიციელი გიორგი დვალიშვილის უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს
26-01-2020

ნაციონალური მოძრაობის  წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პრესკონფერეცია ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას, დაკავებაში მონაწილე მაიორ გიორგი დვალიშვილთან ერთად გამართა. დეკანოიძის თქმით გიორგი დვალიშვილმა ამხილა სისტემა, და  პრაქტიკულად მარტო დარჩა მთელს სახელმწიფო აპარატთან.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი დიპლომატიური კორპუსისთვის და სახალხო დამცველის აპარატისთვის აპირებენ მიმართვას. მისივე ინფორმაციით დვალიშვილის ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი.  თავად გიორგი დვალიშვილის განმარტებით, თვალთვალიდან გამომდინარე, მისი არასრულწლოვანი შვილები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან. 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

AutoPlay
"სოკარმა" "პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის" სტრატეგიის ანგარიში წარადგინა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტზე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გიგა ბოკერიას ინფორმაციით ოპოზიცია საარჩევნოდ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე პრაქტიკულად შეთანხმდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ავღანეთში ქვეყნის ხელისუფლებასა და "თალიბანს" შორის მიღწეული ძალადობის შემცირების რეჟიმი 22 თებერვლიდან ამოქმედდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მიმართ სასამართლო განაჩენს 25 თებერვალს გამოაცხადებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ოპოზიციის მოლაპრარაკებებში ვანო მერაბიშვილის ჩართვაზე ლიდერების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Gio
26-01-2020
ისე კი არის მართლა გირსი რომ გაეხადათ ფორმა ამისთვის, აბა ეს რა პოლიციელია??? დამნაშავე რომ გაექცეს ვერ დაეწევა სირბილით:)))
სხვა სიახლეები