თბილისის საქალაქო სასამართლოში ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დასმული კითხვები ძირითადად 20-21 ივნისის ღამეს შეეხებოდა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მან საკუთარი შინაგანი პროტესტი გაუზიარა მოსამართლეს, თუ რატომ აღმოჩნდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20იცნისის ღამეს, ასევე განუმარტა თუ რას აპროტესტებდა იქ და როგორი იყო პროცესების თანმიმდევრობა.