“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა შტაბის წევრების მისამართით მუქარა გრძელდება. როგორც დეკანოიძემ თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს მოუწოდა, გამოიძიონ ვინ არიან აღნიშნული მუქარის ავტორები. დეკანოიძის თქმით ნომრები საიდანაც მუქარები ხორციელდება დაფარული არ არის და უწყებას ვინაობის დადგენა უმოკლეს ვადებში შეუძლია.