„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის აუცილებლად მივა სასამართლოში, თუმცა ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. ხატია დეკანოიძისთვის უცნობია, თუ როდის დაიბარებენ სასამართლოში დაკითხვაზე. ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე მოწმის სახით 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.