"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი "ძალიან კარგი დიპლომატიური შემოლაწუნება" იყო "ქართული ოცნებისთვის" . როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ევროპარლამენტარების წერილი "ღია დაცინვა" იყო. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წერილი გამოუგზავნეს. წერილში ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ „ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის დაწესებულების კედლებში“.