"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის პროცესს აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად არჩევნების იგნორირებას განაგრძობენ მათი ამომრჩევლებიც. ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება, მიმდინარე საარჩევნო პროცესს კი “დემოკრატიის იმიტაცია” და კომუნისტური პარტიების მიერ გამართული ე.წ არჩევნები უწოდა.